Saturday, May 20, 2017

რეფლექსია


მე გავიარე ინტელის  პროექტებით სწავლების ტრენინგი.ჩემი პროექტის სახელია ,,წინაპრები და შთამომავლები“ .ჩემი პროექტით ვეცადე მოსწავლეებს გაეაზრებინათ  ვინ იყვნენ მათი წინაპრები, საიდან მოდიან ისინი.ეს მათ  დაეხმარებათ პატივი სცენ წარსულს, აწყმოს და მასზე დააშენონ მომავალი.
იმისათვის რომ პროექტი  წარმედგინა საზოგადოებისათვის და მომეხდინა ჩემი თავის ბრენდირება  შევქმენი პუბლიკაცია.სადაც განვსაზღვრე ადმინისტრაციის ,კოლეგის და მშობლის როლი.
რადგან დღეისათვის მნიშვნელოვანია XX1 საუკუნის უნარ-ჩვევები,მე  ავირჩიე 3 სტანდარტული მახასიათებელი ,რომელიც გამომადგება ჩემი პროექტის მსვლელობისას.ასევე მოვახდინე საგნობრივი სტანდარტის შერჩევა..რაც დამეხმარება ე.ს.გ.გათვალისწინებულ შედეგზე  გასვლაში.
დავსვი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები(ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი) ზოგადი კითხვით გშევეცადე მოსწავლე მიმეყვანა თემის ძირითად არსამდე.შინაარსობრივი კითხვი და ტემატური  კითხვით დავაკონკრეტეთ თემის იდეა და მიზანი.
მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად   ვისწავლე და . გამოვიყენე ვმვ ცხრილი.რომლის მიხედვითაც დავადგინე რა იცოდნენ მოსწავლეებმა და რა უნდა სცოდნოდათ.ამის საფუძველზე მოვახდინე აქტივობების დაგეგმვა.
ავაწყვე პრეზენტაცია.ვისწავლე როგორ უნდა დამეცვა საავტორო უფლებები.
მოვახდინე მოსწავლეთა დაჯგუფება თამაშით ,,იმღერე  სიმღერა“
შევაფასე  ყველა კონკრეტული საკითხი..
როდესაც მოვახდინე ამ ყველაფრის გააზრება მივხვდი თუ რამდენად  მნიშვნელოვანი იყო ეს ტრენინგ -კურსი ჩემთვის.განსაკუთრებით კი გამოვყოფ  ,,შეფასებას“რომელმაც ძალიან დამაინტერესა და  გამააზრებინა  კონკრეტულად რა კრიტერიუმებით  შეიძლებოდა მოსწავლეთა შეფასება. ყოველივე შესწავლილიდან გამომდინარე შევეცდები  შესწავლილი საკითხები და შესაბამისი მეთოდები გამოვიყენო სასწავლო პრცესში.

No comments:

Post a Comment